სამოდელო გაკვეთილი "მჟავა წვიმები"

გაკვეთილის თემა

მჟავა წვიმები (პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი )
საგანი
ჩატარების დრო
ქიმია
03.05.2018 წ
მასწავლებელი
თამარ მაისურაძე

სწავლების საფეხური
საბაზო   IX-კლასი
გაკვეთილის ხანგრძლივობა
40+40
მოსწავლეთა პროფილი
18 მოსწავლე
სსსმ მოსწავლე
არ არის
გაკვეთილის მიზანი და შედეგები
მიზანი: მოსწავლე მოიპოვებს ინფორმაციას და და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობს მჟავა წვიმების წარმოშობის ფაქტორებზე, მათ მავნე ზემოქმედებაზე გარემოზე , აკეთებს პრეზენტაციებს . ექსპერიმენტის საფუძველზე მოახდენს  პრობლემის გაანალიზებას და იმსჯელებს  მჟავა წვიმების წარმოქმნის  ბრძოლის ღონისძიებებზე
ქიმ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების ქიმიის თვალსაზრისით ეფასება.
შედეგითვალსაჩინოა, თუმოსწავლე: 
·         წარმოადგენს მჟავა წვიმების წარმოქმნის პროცესს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებებით (ნახატი, დიაგრამა, რეაქციის სქემები); 
·         აღწერს მჟავა წვიმების მოქმედების უარყოფით შედეგებს ორგანიზმებსა და მასალებზე
·         სახავს მჟავა წვიმების გამომწვევი ოქსიდების გამოყოფის შემცირების გზებს; 
გაკვეთილის ორგანიზება ( სტრუქტურა.
აქტივობები )
გაკვეთილის ორგანიზება  -3წთ
აქტივობა 1. შესასვლელი ბილეთები (5 წთ)
აქტივობის მიზანი: ჩამოაყალიბოს სასწავლო მიზანი მოსწავლეებთან ერთად . დაუკავშიროს  წინა გაკვეთილები, მოახდინოს ყურადრების კონცენტრირება სწავლაზე და  შეიქმნას სწავლისათვის ეფექტური ატმოსფერო
შესასვლელი ბილეთის ნიმუში
გვარი ,სახელი
გაკვეთილის მიზანი (ჩაწერილია )
რა არის ცნობილი ამ საკითხთან დაკავშირებით

ერთი კითხვა რომელზედაც   მსურს პასუხი

რამდენად ვარ დარწმუნებული  ჩემს ცოდნაში ამ საკითხთან  დაკავშირებით


აქტივობა 2. გონებრივი იერიში (7 წთ)
აქტივობის  მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა: კითხვების საშუალებით გავახსენო მოსწავლეებს PH მაჩვენებელი, მჟავების თვისებები , მათი მეტალებთან და მარილებთან ურთიერთქმედება .ჰაერის დამაბინძურებელი ფაქტორები
აქტივობა 3. ექსპერიმენტი (10 წთ)
აქტივობის მიზანი: მჟავა წვიმების წარმოშობის პროცესის მოდელირება
აქტივობის აღწერა: „ჭკვიანი დაფის“ საშუალებითმოსწავლეებს ვაჩვენებ ექსპერიმენტს.,რომელიც მჟავა წვიმების წარმოშობის მოდელირებას წარმოადგენს. (https://www.youtube.com/watch?v=zBJizSQDBn4
ვიდეო მიმდინარეობს ხმის გარეშე).მისი შინაარსი ასეთია: #1 ქიმიურ ჭიქაში მოთავსებულია ბამბა და მას ატენიანებენ წყლით. ამავე ჭიქას შიგნიდან ემაგრება რამდენიმე ასანთის ღერი და ჭიქას ახურავს  მუყაოს თავსახური , რომელიც ამოხვრეტილია,ისე რომ პიპეტი ჩაეტიოს და ამ ჭიქაში ნახვრეტის საშუალებით კვლავ ასხავენ  წყალს .#2 ჭიქაში  ჩასხმულია ინდიკატორი ჩასხმული .  #1 ჭიქაში ასანთის დაწვის შედეგად წარმოქმნილი ბოლის  გაქრობის შემდეგ   სველ ბამბას   წურავენ #2 ჭიქაში. ინდიკატორი იცვლის ფერს .  ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგის გააანალიზების მიზნით მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს რას მიგვანიშნებს ბამბის გამონაწურის ფერის ცვლილება , უკავშირებენ ექსპერიმენტულად მიღებულ შედეგს ატმოსფეროში მიმდინარე მოვლენებთან.
აქტივობა 4. ჯგუფური მუშაობა  (10 წთ)
აქტივობის მიზანი: ინფორმაციის მოპოვება .
აქტივობის  აღწერა : მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად და ვაძლევ  შესაბამის დავალებებს
1 ჯგუფი-ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია მჟავა წვიმების  წარმოშობის ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ
2 ჯგუფი-ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია  გარემოზე მჟავა წვიმების მავნე ზემოქმედების შესახებ
3 ჯგუფი-ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია  მჟავა წვიმების წარმოქმნის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე
აქტივობა 4. პრეზენტაცია  (10 წთ)
აქტივობის მიზანი: მოპოვებული ინფორმაციის წარდგენა, მსჯელობა და ანალიზი
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებმა ჯგუფების  მიხედვით უნდა წარმოადგინონ მოპოვებული ინფორმაცია  და იმსჯელონ მჟავა წვიმების წარმოშობის, მათ გარემოზე ზემოქმედებასა და ამ პროცესთან ბრძოლის ღონისზიებებზე
აქტივობა 6. მინი ლექცია -მჟავა წვიმების წარმოშობაში NO2, SO2 ,
SO3 ,CO2 -ის შესახებ (10 წთ)
ატივობის მიზანი: მოსწავლეებს სქემების საშუალებით, რომელიც „ჭკვიან დაფის „  საშუალებით ექნებათ მიწოდებული, გავაცნო მჟავე ნალექების  წარმოშობა
აქტივობის აღწერა :მოსწავლეებს „ჭკვიანი დაფის „ გამოყენებით ვაჩვენებ მჟავა წვიმების წარმოქმნის სქემას და მოკლედ მიმოვიხილავ CO,  CO2 , SO2, SO3 ,  NO2 როლს მჟავა წვიმების წარმოქმნის პროცესში.
აქტივობა 7. ექსპერიმენტი (5 წთ)
აქტივობის მიზანი: მჟავე წვიმების ზემოქმედება  ნაგებობებზე CaCO3-ის მაგალითზე.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები ჯგუფებშიიკვლევენ წყლის , მარილმჟავასა და ლიმონმჟავას PH .შემდეგ იკვლევენ კალციუმის კარბონატის ნატეხებზე სხვადასხვა სიძლიერის  მჟავას ურთიერთქმედებას .
კალციუმის კარბონატის ნატეხებს ათავსებენ  #1 ,#2 და #3 სინჯარაში.შემდეგ ამატებენ შესაბამისად ასხავენ წყალს, ლიმონმჟავასა და მარილმჟავას. აკვირდებიან ,აანალიზებენ ცდის მონაცემებს და გამოაქვთ დასკვნები.

აქტივობა 8. ცდის შედეგების ანალიზი  (9 წთ)
აქტივობის მიზანი: ცდის შედეგების წარდგენა და ანალიზი
აქტივობის აღწერა : ჯგუფების მიხედვით მოსწავლეები წარმოადგენე ცდის შედეგებს და აანალიზებენ  დამოკიდებულებას მჟავას PHსიძლიერესადამისქანდაკებებზეზემოქმედებასშორისდაუკავირებენმასმჟავაწვიმებისგარემოზემოქმედებას
აქტივობა 9.  პრობლემების ხე (5 წთ)
აქტივობის მიზანი: გაკვეთილის შეჯამება .  პრობლემის მიზეზებისა და შედეგების  წარმოდგენა სტრატეგია „პრობლემების ხე“-ს საშუალებით
ამ სტრატეგიის არსი შემდეგია ფლიპჩატზე დახატულია მაქვს  ხე.  რომელზედაც  აწერია პრობლემა, მიზეზები და შედეგები.მაგიდაზე ალაგია ბარათები ,  რომელზედაც მონიშნულებია პრობლემა , მიზეზები და შედეგები და მოსწავლეებმა უნდა განალაგონ ისინი შესაბამისად ხეზე.
აქტივობა 10.  შეფასება და საშინაო დავალება  (5 წთ) . მოიძიეთ ინფორმაცია საქართველოში სხვადასხვა დროს მოსული ფერადი ნალექებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ

საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები

„ჭკვიანი დაფა“, სახელმძღვანელო , პერსონალური კომპიუტერები, ფურცლები , კალამი , რვეული , დაფა , ცარცი, ფლიპჩარტები . ქიმიური ჭიქები , პიპეტიანი ბოთლები, ბამბა , ასანთი სკოჩი, ინდიკატორი, წყალი, ლიმონმჟავა , ქლორწყალბადმჟავა , კალციუმის კარბონატი
შეფასება

შეფასება განმავითარებელი და განმსაზღვრელი (რუბრუკით)


საკლასო სამუშაო 

                         მჟავების მეტალებთან ურთიერთქმედება

მეტალები
                                                           
        HCl
  H2SO4 (განზ)
  H2SO4 (კონც)
       Mg



        Ag



        Pb




რეაქციის მიმდინარეობის შემთხვევაში დაწერეთ შესაბამისი რეაქციის განტოლება



შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

   10
   9-8
   7-6
5-2
ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის  გაცნობიერება
ჯგუფმა სამუშაო მ იზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად  ვერ გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ორგანიზებული იყო , მაგრამ სამუშაო არასწორად იყო გადანაწილებული
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო გადანაწილებული
სამუშაოები არასწორად იყო ორგანიზებული და ფუნქციები ჯგუფის წევრებს შორის არ გადანაწილებულა
ურთიერთქმედებისა და აზრთა გააზრების უნარი
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
საკმარისად გააჩნიათ  ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
ნაწილობრივ გააჩნიათ  ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ  დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
თანამშრომლობა
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური  და სამუშაო  ნაყოფიერი, ხოლო ჯგუფის წევრებს შორის პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
ჯგუფის  თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური  და სამუშაო  ნაყოფიერი, ხოლო ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები იყო
მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე აქტიურობდა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ და მათ შორის თანამშრომლობითი გარემო არ შეინიშნებოდა
ექსპერიმენტის მონაცემების ანალიზი და დასკვნა
აკეთებს მონაცემთა სრულ ანალიზს და გამოაქვს სრულფასოვანი  დასკვნა
აკეთებს მონაცემთა ანალიზს და სრულყოფილად ვერ გამოაქვს დასკვნა
აღრიცხავს მონაცემებს ნაწილობრივ და აკეტებს ნაწილობრივ დასკვნებს
არასწორად აკეთებს მონაცემტა ანალიზს და და უჭირს შესაბამისი დასკვნის გაკეთება
ინფორმაციის ფლობის უნარი
ვერ ფლობს საჭირო ინფორმაციას, არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა
ნაწილობრივ ფლობს საჭირო ინფორმაციას, მაგრამ არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა
ფლობს საჭირო ინფორმაციას, მაგრამ არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა
ფლობს საჭირო ინფორმაციას, ამყარებს არგუმენტებით და დამაჯერებლად ასაბუთებს                  


No comments:

Post a Comment